12 ათასი ლარის ჯარიმა სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის დამახინჯებისთვის

12 ათასი ლარის ჯარიმა სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის დამახინჯებისთვის – უკანონო ქმედებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სიღნაღის მერია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია დააჯარიმა.

ორივე მათგანს 12- 12 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტს ახალი საპროექტო დოკუმენტაციის შესამუშავებლად ექვსთვიანი ვადა მიეცა.

სიღნაღის მერიის დაკვეთით კომპანია “ინსტალ პლუსმა” ისტორიული გალავანი უნებართვოდ შელესა და შეღება.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებზე – დაკავებულ ორ პირს დღეს ბრალს წაუყენებენ
შემდეგი სტატიასაინტერესოა ვინ უწყობს ამას ხელს ქართული მხარიდან და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს – მესამე სექტორი თბილისში დაგეგმილ გორჩაკოვის ფონდის ფორუმზე