12 შვილის დედა ქუთაისის მერიასთან თავის დაწვით იმუქრება

ქუთაისის მერიის შენობაში 12 შვილის დედა შიმშილობს – მარინა დახუნდარიძე ამბობს, რომ ის რამდენიმე თვეა ქალაქის მერთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს.

მარინა დახუნდარიძე მერიაში მის თანამდებობაზე აღდგენას და ფულად დახმარებას ითხოვს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, თავის დაწვით იმუქრება.

„12 შვილის დედა ვარ, ოჯახში მშივრები ვიხოცებით. ქალაქის მერიას დახმარებას ვთხოვთ, თუმცა ისინი რეაგირებას არ ახდენენ. აუცილებლად თავს დავიწვავ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში 12 შვილის დედამ.

ქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ მერიამ მარინა დახუნდარიძეს უკვე შესთავაზა ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში დასაქმება, სადაც ანაზღაურება 500 ლარი ექნებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიელბაქიძის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით აიკრძალა
შემდეგი სტატიასამტრედიაში, “ჯეოჰოსპიტალის” მთავარი ექიმი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს