„სამოქალქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას,” – ზურაბ აბაშიძე ალასანიაზე

„სამოქალქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას, რომლის ლუსტრაციაც გასულ კვირას მოხდა,” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მის განცხადებაზე ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული შეფასების შემდეგ გააკეთა.

აბაშიძე აცხადებს, რომ ის რაც მოჰყვა მის განცხადებას ნატოსთან დაკავშირებით, იყო „არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია და დოღი.”

„მე ვთქვი, რომ საქართველო მიდის ნატოსკენ, მაგრამ დღეს და ხვალ ეს არ იგეგმება. ისიც ვთქვი, რომ არ იგეგმება საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ გასულ კვირას ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების მიმართ საზოგადოება აქტიური და ფხიზელი უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაში“უნდა დაიწყოს პრივატიზირების პროცესი და მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება,”
შემდეგი სტატია“მთავრობა ვალს რომ იღებს ამაში პრობლემა არ არის, მთავარია სად დაიხარჯება ის,”