გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. ამის შესახებ რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც “ქართული ოცნების”, არც “ნაციონალური მოძრაობის”. ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს”,- განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, თუ “სახელმწიფო ხალხისთვის” ბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში “ქართული ოცნების” დამატება გახდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ვფიქრობ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულება
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი : ჩვენ დავასრულეთ ყველა “კანონიერი ქურდის” აღწერა