უკრაინული სპეცსამსახურის მიერ 117 ერთეული მცირე ზომის, ყველაზე იაფფასიანი დრონებით რუსეთის შორეულ სიღრმეებში განლაგებული სტრატეგიულ-ბირთვული ავიაციის 12 ერთეულის განადგურება, მთელ მსოფლიოში სერიოზული სამხედრო ექსპერტების შესწავლის საგანი გახდა, – წერს კოტე კემულარია და უცხოური პრესის გამოხმაურებას მიმოიხილავს.
“CNN-ის ცნობით, რუსეთს-დაახლოებით ჰყავდა:
-60 ერთეული ზებგერითი-ბირთვული ტუ 22მ ;
-20 ერთეული ბირთვული მძიმე ბომბდამშენი ტუ95
-5 ერთეული ელ/რადიო დაზვერვის ა 50;
უცნობია თუ რამდენი ბირთვული მძიმე ბომბდამშენი-ტუ160 ჰქონდა რუსეთს შეიარაღებაში.
სამხედრო ავიაციის საერთაშორისო ექსპერტების შეჯერებული ინფორმაციით—რუსეთის არმიის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო—საერთო ჯამში—90 ერთეულამდე მძიმე ბირთვული ბომბდამშენი!!!
ასეთ ვითარებაში-დანაკარგი კატასტროფულია!
CNN ხაზს უსვამს რომ, ამ მნიშვნელოვანი ფაქტის შეფასებისგან თავშეკავებით, ტრამპს არ გამოუვა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისგან განზე გადგომაო… “უკრაინული დრონებით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თითქმის ნახევრის განადგურებამ, ტრამპის მიმართ ნდობა დაკიდა ძაფზე”—წერს CNN.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტრამპის ფავორიტ Fox News-ზე, აშშ ავიაციის გენერლების საჯარო მოსაზრებები: “ამერიკაში კარგად უნდა შევისწავლოთ უკრაინელების მიერ ბრწყინვალედ ჩატარებული “დრონების გაკვეთილი”, ვინაიდან, ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ, ამერიკის წინააღმდეგ რომ მოინდომოს მტრულმა ქვეყანამ ასეთი “მარტივი და იაფი”, მაგრამ დამანგრეველი შეტევის განხორციელება—მძიმე შედეგები შეიძლება დადგესო!!!
Fox News “მამაცი და საზრიანი” დავითის მიერ გოლიათის დამარცხების ბიბლიურ ისტორიასაც კი ადარებს უნიკალურ უკრაინულ სპეცოპერაციას…
ილონ მასკიც გამოეხმაურა ამ ფაქტს: უპილოტო აპარატების მეფობის დრო დადგა და პილოტირებული “მძიმე ავიაცია” უკვე გუშინდელი დღე არისო”—განაცხადა მასკმა…
ფაქტია რომ, კიევის მიერ ჩატარებული “დრონების გაკვეთილი” —არამარტო რუსული საომარი მანქანის თავისტკივილია, არამედ – არის მსოფლიო სამხედრო ბალანსის სერიოზული პრობლემაც…”, – წერს კოტე კემულარია.