117-ე სკოლას “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერ აქციაზე მისვლას უკრძალავენ-მანდატურის სკანდალური განცხადება

რადიო

განათლების სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე 117-ე სკოლის მანდატური განათლების სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ფიქრია შაბურიშვილი ამბობს, რომ უწყებაში საგანგებოდ მათთვის ერთი კვირის წინ თათბრი ჩატარდა, სადაც მიიღეს მკაცრი დირექტრივები არ წავიდნენ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე. წინააღმდეგ შემთრხვევაში მათ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.
“ხელები შორს რუსთავი 2-სგან” “არ დავუშვებთ არხის გაჩერებას” – ამ და სხვა ლოზუნგებით ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 12 ქალაქში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ შეუშალოს მაუწყებლობაში ხელი რუსთავი 2-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართავს გეგმავენ.

ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ამ წუთებში ტელეკომპანია რუსთავი2-თანაც მიმდინარეობს. აქციაში მხოლოდ ქალები იღებენ მონაწილეობას.

რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ისრაელს ეწვევა
შემდეგი სტატია“ეს არის მტკნარი სიცრუე,”- ერეკლე კოდუას ადვოკატი ნუკრი ქანთარიას პასუხობს