ირაკლი კუპრაძე : მოვითხოვე სიტყვის უფლება, თუმცა გამაძევეს დარბაზიდან

მოვითხოვე სიტყვის უფლება, თუმცა ეს უფლება არ მომცეს და გამაძევეს დარბაზიდან. ამის შესახებ „პარტიზანი მებაღეობის“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს სხდომიდან გაძევების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუპრაძემ განმარტა, მან საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვა სთხოვა, თუმცა ის დარბაზიდან გააძევეს და ამ დროს მასზე ძალადობა განხორციელდა.

„რასაც ვითხოვ, არის სიტყვის უფლება და მიმართვა დეპუტატებისადმი, რომლებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქალაქზე და მერზე, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს. მოვითხოვ, თბილისის მერი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ის არა მარტო უღირსი მერია, არამედ უღირსი ადამიანიცაა, რომელმაც ვერ შეძლო ბოდიშის მოხდა იმ ადამიანისთვის, რომელთანაც უღირსად მოიქცა. თუმცა, ბოდიში მოუხადა თავის ამომრჩეველს და მისი ყველა მოქმედება მიმართულია პიარაქციებისკენ საარჩევნოდ. ჩვენ ამ ყველაფერში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, პროტესტი გრძელდება“, – განაცხადა კუპრაძემ.

„პარტიზანი მებაღეობის“ წევრის თქმით, თბილისი მხოლოდ ყაზბეგის გამზირი არაა და დაუშვებელია, რომ კულტურულ ძეგლზე, სოლოლაკში უზარმაზარი შენობები წამოიჭიმოს. „თბილისის მერია დეველოპერების საშვთა ბიუროდ იქცა, რომელიც გასცემს მხოლოდ და მხოლოდ ნებართვებს, ხოლო ინდივიდების ყოველგვარი უფლება უგულვებელყოფილია“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი ნარმანიას : მეც გიხდი ბოდიშს ვირიშვილო მაიმუნოს რომ გეძახდი, ან თქვი ვინ არის დამნაშავე ან წადი
შემდეგი სტატიადავით ნარმანია : 8 ოქტომბერს ყველაფერი კარგად გამოჩნდება