პრემიერი : კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა იწყება

კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა იწყება,რაც აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე დაგეგმილია ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა და ჯვარი-თეთნულდის გზის რეაბილიტაცია.

„უნდა გამოვაცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება კურორტ თეთნულდის განვითარების. სახელმწიფო აპირებს, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და, რა თქმა უნდა, ამბულატორია. ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც აუცილებელია, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა გვირაბების მეშვეობით, რათა ზამთარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისათვის, რომ სამეგრელოს მხრიდან იყოს ასევე ადვილი კურორტზე ასვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითეთნულდის განვითარების მიმართულებას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაგამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის და ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს