„112“-ში დედის დღე აღინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის თბილისის და რუსთავის ცენტრებში, „112“-ის ოპერატორებს დედის დღე შვილებმა პირადად მიულოცეს და სპეციალურად მათთვის შექმნილი თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცეს.
„112“-ის ოპერატორები კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მათთვის დედის დღეც ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. „112“-ის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ წლევანდელი 3 მარტი ოპერატორებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო და მათი შვილები სტუმრად „112“-ში დაპატიჟეს.
ღონისძიებას „112“-ის დირექტორი ნიკა გელაშვილი და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა “ენერგო-პროს” განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა