112-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის გაფორმების მიზანს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“თანამშრომლებს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით შესაბამისი სწავლება ჩაუტარდებათ.
შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა „112“-ის დირექტორს თანამშრომლობისა და გაწეული
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი ჩაკვეტაძე – 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა