112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“, მომსახურების გაუმჯობესების
მიზნით, მომხმარებელთა გამოკითხვას იწყებს.
გამოკითხვა განხორციელდება სამი სხვადასხვა არხის საშუალებით – სატელეფონო,
ვებგვერდი (www.112.ge ) და მობილური აპლიკაცია (#112Georgia).
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდება სამ თვეში ერთხელ და გამოიკითხება
4500-მდე მოქალაქე. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში მსურველებს,
მუდმივად ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
გამოკითხვის შედეგად, შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთება
მოქალაქეთა განწყობა, მათი შეხედულებები, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა
სამინისტროს სსიპ „112“-ს დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ლუკ კოფის მოსაზრებას ახალქალაქში ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე ალბათ ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ
შემდეგი სტატიადიმიტირი გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს