112-ის ევაკუატორები და პოლიცია ივანიშვილის რეზიდენციასთან

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსისტების აქციის პარალელურად, დიდი რაოდენობის სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შუშის სასახლესთან ასევე არის 112-ის ევაკუატორები მიყვანილი. უცნობია რა მიზნით მიიყვანეს რეზიდენციასთან ევაკუატორები.

ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსისტები აქციას მართავენ და ახალი რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ.

ტაქსის მძღოლების მასშტაბური პროტესტი აქციის მონაწილეები აგრარული უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც ავტომობილების კოლონა სიგნალებით, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაიძრა.

დედაქალაქის მერიას აფრთხილებენ, რომ თუ კახი კალაძე ტაქსებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს არ გააუქმებს, მაშინ მძღოლები პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და პროტესტი გადაწყვეტილების შეცვლამდე არ შეწყდება

banner
წინა სტატიაშიბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე 520 ათასი ლარი დაიხარჯება