„112“ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

“გაცნობებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს. Camera.mia.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ლიცენზირებული დაწესებულებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ელფოსტის საშუალებით გამოგვიგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია -infocamera@mia.gov.ge; და დისტანციურად მიიღონ შესაბამისი აქტი.

ასევე, 112-ის თბილისისა და რუსთავის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრში შემოსული თითოეული მოქალაქე მოწმდება, თანამშრომლები აღჭურვილები არიან პირბადითა და სპეციალური ხელთათმანით. ქოლ-ცენტრში და ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულია ხელის ანტიბაქტერიული გამწმენდი სითხე”,-ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიანამიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა