“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,-აცხადებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი.
ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-მა დილით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა.








