“11 წლის ბიჭს 5 ოკუპანტი, 10 საათის განმავლობაში აუპატიურებდა…” – დენისოვა რუსების სისასტიკეზე

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ოკუპანტების მხრიდან უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის რასაც რუსი სამხედროები უკრაინაში აკეთებენ გენოციდია.

“16 ათას დაკარგულ ადამიანს ვეძებთ. ცხელ ხაზზე ყოველდღიურად გვირეკავენ. აქედან 2 000 ჯარისკაცია, დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქეები, უმეტესად მარიუპოლიდან. 780 ათასი ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ასევე ბელარუსსა და ყირიმში. ძალიან ბევრი ადამიანის ბედი არ ვიცით. შესაძლებელია ისინი საფილტრაციო ბანაკში არიან. 780 ათასი ადამიანიდან 160 ათასი ბავშვია. რუსები ახლა ამ ბავშვებს გასაშვილებლად ამზადებენ, ეს უკვე გენოციდია. ამ გზით ეთნიკურობას, იდენტურობას და ერის ფონდს ანადგურებენ. ეს გენოციდია.

30-31 მარტს ჩვენმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი გაათავისუფლეს. უკვე ამ დღიდან დაიწყო ინფორმაციის მოწოდება გაუპატიურებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რამდენიმე დღეში უკვე 400-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ. ამ ადამიანებს სუიციდის სურვილი აწუხებს. მათ ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებასა და დენაციონალიზაციას ცდილობს. წამოიდგინეთ, რომ გაუპატიურებულ ქალებს მხოლოდ ძალადობის დაწყებისა და დასრულების მომენტი ახსოვთ. ეს სერიოზული ფსიქოლოგიური მომენტია.

მძიმე ვითარებაა ხერსონში, სადაც გაუპატიურების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ოკუპანტები რომლებიც უკრაინელებს აუპატიურებდნენ, მაქსიმუმ 20-25 წლის ასაკის ადამიანები არიან. ისინი ამ დანაშაულებს საჯაროდ, სხვების თანდასწრებით ჩადიოდნენ. წამოიდგინეთ რომ ამას ოჯახის წევრებსაც აყურებინებდნენ. ასევე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც 11 წლის ბიჭს 5 ოკუპანტი, 10 საათის განმავლობაში აუპატიურებდა. ამ ყველაფერს ოჯახის წევრები უყურებდნენ. ამის ატანა წარმოგიდგენიათ. ფსიქოლოგიური დახმარება არამხოლოდ დაზარალებულებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ.

გააუპატიურეს 14 გოგო, რომელიც ფეხმძიმედ არიას და ექიმი ამბობს რომ აბორტი არ შეიძლება. რა უნდა ქნას ამ გოგომ?! განა გენოციდი არ არის, როდესაც 16 წლის გოგოს ბებიას თვალწინ აუპატიურებენ, შემდეგ კი ბებიასაც?! განა ეს გენოციდი არ არის. წამოიდგინეთ რომ 11 წლის გოგო ეზოში გავიდა დედასთვის ყვავილები მოეკრიფა, ამ დროს კი რუსებმა ის გააუპატიურეს. ახლა ამ ბავშვს სიცოცხლე არ უნდა. განა ეს გენოციდი არ არის. როდესაც ორსულ ქალს, სასქესო ორგანო ჯოხით დაუზიანეს, ეს რა არის, რა უნდა უწოდო ამ ხალხს ?! ეს გენოციდი არ არის”,-თქვა ლუდმილა დენისოვამ.

წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სახმელეთო სარდლობის შტაბის უფროსს უმასპინძლა
შემდეგი სტატიარუსეთმა შესაძლოა NATO-ში შესვლაზე გავლენის მოხდენა სცადოს – ფინეთისა და შვედეთის დაზვერვა