11 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა.

შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, შუა ხნის ასაკის კაცი, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსი 11 წლის ბიჭის გაუპატიურებას შეეცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” აცხადებს პროკურატურა

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 30 850 ჯარისკაცი დაკარგეს