11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე მამას პატიმრობა შეეფარდა

AWBF3P Judge

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დააკვებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა.

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე – “ქართულ ოცნებას“ უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან თეთრი და ფუმფულა გამოჩნდეს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: „ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“