11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
როგორც  საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს, 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, დღეს, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს,
თუმცა მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც  თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა ჭოლიაშვილმა განუცხადა, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ჭრიკიშვილი ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ჩემპიონია
შემდეგი სტატია“ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, ფეხზე ვერასდროს ვეღარ დადგება” – ჭიჭინაძე კობახიძეზე