11 წელი აგვისტოს ომიდან – დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ენმ-ს ლიდერებმა მიაგეს

11 წელი აგვისტოს ომიდან – დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ. მათ პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა, ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს
შემდეგი სტატიავატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება ანაკლიის ამერიკული კონტროლის ქვეშ გადასვლას უკავშირდება – ხუხაშვილი