11 ოქტომბრის რეისზე ყველა ბილეთი 15-20 წუთში გაიყიდა, ვმუშაობთ კიდევ ერთი დამატებითი რეისის დანიშვნაზე – ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხვალ დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რომ კიდევ ერთი დამატებითი რესი დაინიშნოს 12 ოქტომბერსაც.

დიპლომატიური წარმომადგენელი განმარტავს, რომ ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა, თუ მოქალაქეები დაიცავენ იმ წესებს, რომლებსაც შესაბამისი სამსახურები აწესებენ.

“11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც აირზენასთან, ისე ისრაელის მხარესთან, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ, 12 ოქტომბრისთვის, მიაქციონ [ყურადღება] ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ ვისაც სურვილი აქვთ ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების. ისიც უნდა ვთქვა, რომ ევაკუაციის გადაწყვეტილება ისრაელში არ არის მიღებული, არც ერთი ქალაქიდან”, – ამბობს ჟვანია.

banner
წინა სტატიაშისასოწარკვეთილებაში მყოფი გთხოვთ დახმარებას!!! ტერორისტული თავდასხმის დროს გაუჩინარდა ჩვენი უმცროსი გოგონა, ჩვენი თამუკი – მედეა კორსანტია
შემდეგი სტატიანათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას