11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი – N81 მარშრუტი 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან – მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში – 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს.

თბილისის მერიამ N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღო. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.

banner
წინა სტატიაშითამარ გუდავა: მკვიდრდება სტერეოტიპები, რომ არასამთავრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა.
შემდეგი სტატიაუგულავა მიხეილ სააკაშვილს – ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით – „ტურფა საბაღნარო” თქვენ მიატოვეთ… ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ