11 ნოემბრიდან ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ცნობით, ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

“ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ “დიდუბიდან” შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

banner
წინა სტატიაშიამასთან დაკავშირებით, მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს – პრეზიდენტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე
შემდეგი სტატიაგოცირიძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება