11 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 7-13 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 7 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +15, +20 გრადუსი. 8–10 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი იქნება. აღმოსვლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. 11 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: პარლამენტში კი არა, ბევრს უნდა, საქართველოში არ ვიყოთ წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაიან კელი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, C ჰეპატიტზე ტესტირება გაიარონ