11 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი, ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ს, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის უზრუნველყოფაზე, უკრაინის მხარდაჭერის ირგვლივ რუსული ტერორისგან თავდაცვაში და საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებაზე, რომელიც დაფუძნებულია წესებზე და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემაზე.
ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის, ასევე ორი სახელმწიფოს ძალისხმევის კოორდინაცია.