დავით ნარმანიამ მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მეტეხის ხიდთან, მდინარე მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდი გადახურულია რკინა-ბეტონის მონოლითური ფილით, რომელიც დასკვნის საფუძველზე მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს.

მერიის ინფორმაციით, განხორციელდება არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელი (ახალი 4 ხიმინჯით). ასევე, მოხდება არსებული ქვის მოაჯირების დემონტაჟი (გაფართოვდება ტროტუარი) და მოეწყობა სავალი ნაწილის ჰიდროიზოლაცია.

დავით ნარმანიას განცხადებით, ის პრობლემები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით ჰქონდათ მძღოლებს აღმოიფხვრება თავიდან ბოლომდე.

”ძალიან ინტენსიურ რეჟიმში იქნება მუშაობა, რათა ზაფხულის პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად და სექტემბრის დასაწყისისთვის დავამთავროთ აქ სამუშაოები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს ”ენ-სი-სი” აწაროებს და მისი ღირებულება 404 919 ლარია. მდინარე მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე გიგი უგულავას და კაბელების საქმის განხილვის გადადებას ითხოვენ
შემდეგი სტატია2 სექტემბერს, ბათუმში, „სამეფო ნაციონალური ბალეტისა“ და „მილანის ბალეტის“ გალაკონცერტი გამართება