თურქეთის განათლების სისტემის 15 200 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთის განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დასაქმებული 15 200 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. განათლების მინისტრის თქმით, მათ სავარაუდოდ გადატრიალების მცდელობასთან და ფეთულა გიულენთან ჰქონდათ კავშირი. აღსანიშნავია, რომ თავად გიულენი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას უარყოფს.

გარდა ამისა, თურქეთის უმაღლესი განათლების კომიტეტმა უნივერსიტეტების 1500 დეკანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, დღეს სტამბოლის სასამართლომ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ შორისაა 13 მაღალი რანგის სამხედრო, რომელთაც ბრალად “მთავრობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული” და “შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა” ედებათ. სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, 900-ზე მეტი ეჭვმიტანილის დაკითხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 290 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე : თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე, შევთანმხდით ძალიან პრინციპულ საკითხზე