ზესტაფონში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შალვა კიკნაველიძეს წარადგენს

ზესტაფონში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შალვა კიკნაველიძეს წარადგენს. შალვა კინაველიძე პარლამენტის დისპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავდებდა. ის პარტია „ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო, თუმცა კოალიციის დაშლის შემდეგ, შალვა კიკნაველიძემ პარტია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქუთაისში ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას დღეს იწყებს.

კამპანიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიორმხრივი სროლა აღსრულების ბიუროსთან – ახალი დეტალები
შემდეგი სტატიააღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა