გიორგი მარგველაშვილი : ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ამ პროცესის მონაწილე იქნება საქართველო

ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველომ მიიღო რეალური ინსტრუმენტები, რათა გაძლიერდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ამ პროცესის მონაწილე იქნება საქართველო. ასევე, საქართველო და ნატო შეთანხმდენ საჰაერო თავდაცვაზე. ჩამოყალიბდა ხედვა ფინანსურ მხარდაჭერაზე. შემოდგომაზე კი, საქართელოს ეწვევა ალოანსის საბჭი, რაცი იქნება საქართველოს მხარდაჭერის დადასტურება“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

“ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე შევინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან ოპერაციას კოსოვოში”, – ნათქვამია ვარშავის დეკლარაციაში.

ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერას.

“ჩვენ ერთგული ვრჩებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელმაც გააძლიერა ალიანსი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ველოდებით ჩვენი უახალესი წევრის, მონტენეგროს მიღებას ჩვენს საზოგადოებაში” , -აღნიშნულია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაში„აფხაზეთის ხმის“ საგანგებო განცხადება: მერსი სულხანიშვილი რადიო ეთერიდან მოხსნილია
შემდეგი სტატიააჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს