105 წლის ფრანგმა სპორტული რეკორდი დაამყარა

ფრანგმა რობერ მარსანმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში სპორტული რეკორდი დაამყარა – მან ერთ საათში 22,5 კილომეტრი ველოსიპედით დაფარა.

რობერ მარშანი 105 წელზე მეტი ხნის ველოსიპედისტებში რეკორდსმენია. ჩემპიონის ტიტული კატეგორიაში “100-დან 105 წლამდე” მასვე ეკუთვნოდა 2012 წლიდან.
“მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემპიონი გავხდე, არამედ დავამტკიცო ის, რომ 105 წლის ასაკშიც ადამიანს შეუძლია ველოსიპედით იაროს” – განაცხადა მარშანმა რბოლის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიფრანგი ფერმერი, მიგრანტების დახმარების გამო, შესაძლებელია დააპატიმრონ
შემდეგი სტატიათურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა