მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.

სასჯელის გამოცხადებას მაგდა პაპიძეც ესწრებოდა.

მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტი მსაჯულებმა 4 ივლისს გამოაცხადეს.

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრაში ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : ჯონ კერის ვიზიტი აშშ- საქართველოს აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ახალგაზრდა სპორტსმენი დაჭრეს