დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბიჯანში იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მარაბდა – კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

სხდომაზე განხილული იქნება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

banner
წინა სტატიაშიკახეთში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა
შემდეგი სტატიაპოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ქართული დელეგაციის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა