წვევამდელებს შსს და სასჯელაღსრურლება ისევ მიიღებს – სავალდებულო გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებისთვის უქმდება

რამდენიმე საათის წინ, თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც, მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეების ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას გულისხმობს.

თუმცა ხიდაშელის მიერ დღეს მიღებული ცვლილება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ იმ 25%-ს შეეხება, რომელსაც აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა ჯარში.

„ქართულ ჯარში იქნება მხოლოდ საკონტრაქტო სამსახური. ხოლო დანარჩენი მოქალაქეს გაწვევას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გაიწვევს“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თინა ხიდაშელის მრჩეველმა იმედა დარსალიამ.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სოციალური გარანტიები გაიზარდა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს კაე იანაგისავას შეხვდა