სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე DRL-ის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში (DRL) სახელმწიფო ბიუროს საგარეო ურთიერთობათა ოფიცერ ვენდი სილვერმენს შეხვდა.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიმართა და მასში უწყების საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტანმენტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მიმდინარე თანამშრომლობასა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში აშშ-ს ჩართულობის გაზრდაზე ისაუბრეს.

ასევე, საუბარი შეეხო 2015 წლის ადამიანის უფლებებზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ასახულ საკითხებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ხულორდავამ, მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ს საელჩოსთვის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში განხორციელებული ცვლილებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდების თაობაზე.

ვენდი სილვერმენმა, თავის მხრივ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში (DRL) სახელმწიფო ბიუროს საგარეო ურთიერთობათა ოფიცერი ვენდი სილვერმენი თბილისში საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი : პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა