დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი აცხადებს, რომ უკრაინა 359 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დრონებს 2026 წლის აპრილამდე მიიღებს.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს, – თქვა მან.
„დიდი ბრიტანეთი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ასობით ათასი დრონისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებით კიდევ უფრო აძლიერებს“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.
ამასთან, ჯონ ჰილის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა იანვრის შემდეგ უკრაინას 140 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა და წელს ლონდონი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისთვის 247 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.