100 წელი ფარდობითობის თეორიიდან

1915 წლის 25 ნოემბერს ალბერ აინსტაინმა ფარდობითობის თეორია წარადგინა.

ფარდობითობის თეორია — ფიზიკური თეორია, რომელიც შეისწავლის სივრცისა და დროის თვისებებს. ფარდობითობის თეორია კვანტურ მექანიკასთან ერთად თანამედროვე ფიზიკის საფუძველია. იგი ჩამოყალიბდა იმ ღრმა წინააღმდეგობათა გადალახვის შედეგად, რომლებიც წარმოიშვა კლასიკურ ფიზიკაში მექანიკური და ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორიების, როგორც ერთმანეთთან, ისე ექსპერიმენტთან შეთანხმების დროს. ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად აუცილებელი გახდა კლასიკური ფიზიკის ფუნდამენტური ცნებებისა და დებულებების შეცვლა. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შეეხო ჩვენს წარმოდგენებს სივრცესა და დროზე და მათთან მატერიის კავშირს. ფარდობითობის თეორიამ გამოაშკარავა მოძრავი ობიექტის სივრცული და დროითი მახასიათებლების დამოკიდებულება ათვლის სისტემის მიმართ ამ ობიექტის სიჩქარეზე და შემოიღო სივრცისა და დროის ერთიანი ოთხგანზომილებიანი კონტინუუმი – სივრცე–დრო. ყველა პროცესისათვის სივრცულ–დროითი კანონზომიერებანი ერთნაირია, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ სივრცე–დროის თვისებებზე. ფარდობითობის ზოგადი თეორია, ანუ გრავიტაციის თეორია, სივრცულ–დროით თვისებებს შეისწავლის გრავიტაციულ ველში. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამ თვისებებს ისეთი მიახლოებით იკვლევს, როდესაც შესაძლებელია გრავიტაციული ეფექტების უგულებელყოფა. მაშასადამე, ეს თეორია ფარდობითობის ზოგადი თეორიის კერძო შემთხვევაა. ფარდობითობის თეორიას ხშირად აინშტაინის ფარდობითობის თეორიასაც უწოდებენ.

100 წლის მანძილზე თეორია არა ერთხელ გამოიცადა პრაქტიკაში. ის ზოგჯერ მტკიცდებოდა და ზოგჯერ არა.
თვითონ აინშტაინიც, როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლო პერიოდში თავისი თეორიის გარკვეული ნაწილების შეცვლას აპირებდა.

თანამედროვე მეცნიერებას აღნიშნულ თეორიაში სიახლეები არ შეუტანია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში კლიმატის კონფერენცია გაიხსნა
შემდეგი სტატია“დემოკრატიული მოძრაობა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს