“100-მდე ადამიანი მივდივართ”-“პატრიოტთა ალიანსის” წევრები ზუგდიდიდან აქციას უერთდებიან

“დაახლოებით 100 ადამიანი მივდივართ ზუგდიდიდან აქციაზე”-ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა განაცხადეს,რომლებიც თბილისში აქციას შეუერთდებიან.

“ვაპროტესტებთ, იმას, რომ რასაც შეპირდნენ ხალხს, არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ”-განაცხადა “პატრიოტთა ალინსის” წარმომადგენელმა შავლეგ თოდუამ “თაიმერთან” საუბარში.

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება.

აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ. აქცია 15:00 საათზე დაიწყება

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართება