100 ლარიანი ჯარიმა – სასამართლომ ბექა წიქარიშვილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მაისის ღამეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის, ბექა წიქარიშვილის დაკავების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული დავა განიხილა. სასამართლომ წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა.
წიქარიშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდა წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ეს უზრდელობაა, როცა მომინდება მაშინ გეტყვით“ – ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება