100 ათასი ხის მოჭრა და მათი ჩანაცვლება – თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა

თბილისის მერიის წინ ახალი საქართველოს წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მერიას წერილით მიმართეს და კალაძისგან პასუხებს მოითხოვეს.

საქმე ეხება დედაქალაქში 100 ათასი დაავადებული ხის მოჭრას და მათ ჩანაცვლებას.

აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება.

ახალი საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამთა შამათავა, მერს მოუწოდებს, რომ წარადგინოს გეგმა, თუ რა ღონისძიებების გატარება იგეგმება პრობლემების აღმოსაფხვრელად.

„გვინდა, შევახსენოთ კახი კალაძეს, რომ ის არ არის ბადენბადენის მერი და ის არის იმ ქალაქის მერი, რომლის ჰაერიც კლავს. ამ პირობებში დღეს გვაქვს რეალობა, როცა ქალაქის მასშტაბით ხეები არის გამხმარი და პატრონი არ ჰყავს არავინ მაშინ, როდესაც საუბარია 100 ათასი ხის მოჭრაზე, მაშინ, როცა ბიუჯეტიდან გამოყოფილია გამწვანების და ფიტოსანიტარული ღონისძიებებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა. გამოვიდეს კალაძე და გვითხრას, რას აპირებს ამ მიმართულებით ქალაქში, სადაც ჰაერი არის უხილავი სიკვდილი,“ – განაცხადა თამთა შამათავამ.

banner
წინა სტატიაში,,ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი პირველმა ბუბა ლომთათიძემ ატვირთა”-ელისო კილაძე
შემდეგი სტატიახარვეზები სოციალური დახმარებების მიმართულებით – აუდიტის კრიტიკულ დასკვნას აფხაზეთის მთავრობაში ეხმაურებიან