“100-100 ლარი მოვაგროვოთ ხელფასებზე და ვიყიდოთ დინამიკები” – კვიციანი დეპუტატებს

ემზარ კვიციანის ახალი იდეა. “პატრიოტთა ალიანსის” წევრი დეპუტატებს დინამიკებითვის ფულის შეგროვებას სთავაზობს

“არაფერი არ ისმის დარბაზში ვინ რას ლაპარაკობს. 150 კაცი ვზივართ და 100-100 ლარი მოვაგროვოთ სუყველამ ხელფასებზე და ვიყიდოთ დინამიკები და ნორმალურად გავიგებთ ერთმანეთის ლაპარაკს”, — განაცხადა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში.

აკუსტიკის გამო თბილისის პარლამენტის დარბაზში დეპუტატებს სხდომების დროს ხმაური მუდმივად აწუხებთ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ცესკო-ს წევრად გიორგი შარაბიძე აირჩია
შემდეგი სტატიასკანდალში გახვეულმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ღამით საქართველო დატოვა