100 000 მოწამის ხსენების დღეს, ილია მეორე მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის

ხვალ, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.
საზეიმო პარაკლისი 17:00 საათზე შესრულდება. მანამდე, 16:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა ”დავითიანნის” ორგანიზებით, გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ყოველი წლის 13 ნოემბერს, მართლმადიდებლური სამყარო 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საუკუნეების წინ, 100 000 ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის და გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი ხვალ, 11:00 საათზე დაინიშნა