10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა

10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა.

რაც შეეხება ბავშვებს, სოციალურმა სამსახურმა ოთხი მოზარდი თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება, დანარჩენი ორი კი კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

ამასთან, უკრაინელი ბავშვების საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიAmnesty-მ აშშ-ს კოალიცია 1600 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიადღეს წითელი პარასკევია