10 წლის გოგოზე სავარაუდოდ, სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელეს- მამაკაცი ოჯახის ახლობელია

სავარაუდო სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება ბათუმში  რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა 10 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაზე.

არასრულწლოვანი ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი იყო, ამჟამად კი ეს ფონდი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა. ფონდის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა არასრულწლოვანი, ასევე სავარაუდო დამნაშავე. მამაკაცი ბავშვის ოჯახის ახლობელია.

 

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი: რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს, სწორედ ხელისუფლების მავნებლურმა პოლიტიკამ წაახალისა ეს ყველაფერი
შემდეგი სტატიაჭელიძე: ერთ-ერთ ბრალდებულს რუსთავში სპეციალური სივრცე ჰქონდა მოწყობილი, მიჰყავდათ ადამიანები, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს, ახდენდნენ იძულებას, შანტაჟს, მუქარას, რომ მათ გარკვეული თანხა გადაეხადათ