გიორგი ბახუაშვილი, რომელიც შინაგან მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი იყო.
ინფორმაციისთვის, ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს 10 წლის განმავლობაში იცავდა.
გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
















