10 თვის ჩვილის ცემისთვის შსს-მ ბავშვის ძიძა დააკავა

შს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული პირი არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ვინ თქვა , რომ არჩევნები სამართლიანი იყო?