,,10-შვილიანი დევნილი ოჯახის მოულოდნელი სიხარული”

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულპირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ,კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხონის ჩასახლებაში მცხოვრებდევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.

,,პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმადევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს.საქველმოქმედო ფონდმა „გორმედმა“ პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი„Fiat“-ის მარკის მიკროავტობუსი გადასცა. ბავშვების მამის თქმით, მანქანამათთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იქნება და ოჯახს მცირემეწარმეობის დაწყებასა და შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება. დევნილმა ოჯახმა მანქანასთან ერთად, კომპანია „Gulf“-სგან 1000 ლიტრისაწვავის ვაუჩერიც მიიღო საჩუქრად. „Elit Electronics“-ის გადაწყვეტილებით კი,პირველებს საოჯახო ტექნიკის სრული პაკეტი გადაეცათ. მომავალში, კომპანია „Gulf“ დევნილ ოჯახს პირველი სტუდენტის სწავლისსაფასურს სრულად დაუფინანსებს.დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხონის ე. წ სამხედრო ჩასახლებაშიმცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, მათ შორის პირველებისოჯახს საკუთრებაში სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები გადაეცა. დაკანონებისპროცესის პარალელურად ჩასახლების სრული გაზიფიცირებაც მოხდა. სამინისტრო მადლობას უხდის კერძო სექტორს დევნილი ოჯახისთვისაღმოჩენილი დახმარებისთვის, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის დაკიდევ ერთხელ ულოცავს პირველების ოჯახს მე-10 შვილის შეძენას”- ნათქვამია სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს პროექტი – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ გრძელდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მისი საქართველოში ექსტრადირების პროცესი დაიწყო