1:1 – საქართველო ჩეხეთის ნაკრები, გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

ვროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა.

ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს.

შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყოფა და სექსუალური ხასიათის იძულება-პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიარაჭაში მიწისძვრა მოხდა