საზოგადოება 10 ოქტომბერს 20:00 საათი – რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია ჩაინიშნა ავტ: თაიმერი timer.ge - 10:39 - 10 ოქტომბერი 2025 10 ოქტომბერს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ექიმების აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მედიკოსი ლევან ფერაძე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. ის სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს.