10 მთავარი ციტატა კადიროვზე – იაშინის მოხსენება

10 მთავარი ციტატა კადიროვზე - იაშინის მოხსენება

დღეს მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ილია იაშინის მოხსენების “ეროვნული უშიშროების საფრთხის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რამზან კადიროვის წინააღმდეგ კრიტიკას უხვად შეიცავს. “ბიბისი” მკითხველს 10 მთავარ ციტატას სთავაზობს მოხსენებიდან:

1. პირადი ძალაუფლების რეჟიმის შესახებ

“რამზან კადიროვის მიერ ჩეჩნეთში შექმნილი პოლიტიკური სისტემა შესაძლებელია დავახასიათოთ, როგორც პირადი ძალაუფლება. მისი ძალა რესპუბლიკაში, ფაქტობრივად არაფრით არის შეზღუდული – არც პარლამენტი, არც მედია, არც სასამართლო სისტემა – ყველაფერი მის კონტროლ ქვეშ არის. ის დეკლარირებს, რომ რეგიონში მისი ძალაუფლების შემზღუდავი ერთადერთი ადამიანია – ვლადიმირ პუტინი: “მე პუტინის კაცი ვარ. მისი სიტყვა ჩემთვის კანონია. როგორ არ დავუხარო მას თავი? პუტინი ღმერთის საჩუქარია” – ამბობს კადიროვი. ”

2. კადიროვსა და ისლამზე.

“რამზან კადიროვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი რესპუბლიკის ისლამიზაციაა. გარეგნული ნიშნებით ჩეჩნეთი რელიგიურ სახელმწიფოს გავს, რომელიც შუა საუკუნეების აზიურ ტრადიციებზეა დაფუძნებული. 2010 წელს კადიროვმა სახალხოდ განაცხადა, რომ “შარიათი რუსეთის კანონებზე მაღლა დგას”, ისლამის მტრები კი უნდა განადგურდნენ. რელიგიურობა – პოლიტიკური ზეგავლენის გარკვეული ინსტრუმენტია”.

3. რამზანის კულტზე

“მას შემდეგ, რაც კადიროვი ხელისუფლებაშია, ქვეყანაში პიროვნების კულტი დამკვიდრდა. ჯერ კიდევ პრეზიდენტად დანიშვნამდე, ყოფილმა ბოევიკმა საკუთარი დაბადების დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ქვეყნის ყველა მეჩეშში კადიროვის ჯანმრთელობაზე ლოცულობდნენ, მეორე დღეს, გროზნოს ცენტრში 50 ათასიანი მიტინგი გაიმართა, სადაც მომიტინგეებს კადიროვის და პუტინის ფოტოები ეკავათ”.

4. ფინანსებზე, რომელიც ჩეჩნეთში მიდის

“2001-2014 წლებში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩეჩნეთს დაენიშნა სუბსიდია, სუბვენცია და დოტაცია 464 მილიარდ რუბლზე მეტი. ყველაზე დიდი თანხა ჩეჩნეთმა 2007 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც პუტინმა კადიროვი პრეზიდენტად დანიშნა.

5. კადიროვის “ფუფუნებით ცხოვრებაზე”

“შემოსავლების შესახებ დეკლარაციების თანახმად, რომელიც კადიროვმა 2015 წელს წარმოადგინა, ერთ წელიწადში მან გამოიმუშავა 4,84 მილიონი რუბლი. მის საკუთრებაშია 3,5 ათასი კვ/მ მიწა და სახლი, რომელიც 2,3 ათასი კვ/მ-ია. კადიროვის მეუღლემ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ მისი შემოსავალი 3,37 მილიონი რუბლია და ფლობს 210 კვ/მ-ის ბინას. კადიროვებს ასევე ეკუთვნით სახლი, რომლის ფართობია 300კვ/მ. ჩეჩნეთის მეთაური და მისი ოჯახის წევრები, დეკლარაციის მიხედვით მანქანებს არ ფლობენ, თუმცაღა, კადიროვის ცხოვრების სტილი სხვა რამეს დემონსტრირებს”.

6. “პირადი ჯარი” შესახებ

“ათასი შეიარაღებული მებრძოლი, რომელიც პირადად მას ექვემდებარება და არა ფედერალურ ხელისუფლებას. კრემლმა მხოლოდ ჩეჩნეთში დართო ნება ადგილობრივი ქვედანაყოფების შექმნაზე. ჯარში ძირითადად ყოფილი სეპარატისტები არიან, რომლებიც ჩეჩნეთის მეთაურმა ამნისტიით გამოუშვა, ამდაგვარად, რუსეთის ჯარის წინააღმდეგ მებრძოლები ახლა კადიროვისგან ადგილს და ხელფასს იღებენ, ასევე, ცხადია, მათ აქვთ თავისუფლება და ოჯახები. სავარაუდოდ, შეიარაღებული “კადიროველების” რიცხვი 300 ათასი მეომარია.

7. თანამდებობები ნათესავებისთვის

“რამზან კადიროვს არ რცხვენია მნიშვნელოვანი თანამდებობები საკუთარ ნათესავებს დაუროგოს – ეს მისი პოლიტიკის მნიშვნელოვნი ნაწილია. მისი ყველა ბიძაშვილი, დები, ნათესავები, ყველანი თანამდებობებზე არიან.

8. კადიროვის კრიტიკაზე.

“ადამიანებს, რომლებიც კადიროვს აკრიტიკებენ, და რომელთაც ჩეჩნეთის მეთაური სახალხოდ საკუთარ მტრებს უწოდებს, სისტემატიურად კლავენ. გამოძიების ფიგურანტები, როგორც წესი, ხდებიან ასე თუ ისე კადიროვთან დაკავშირებული პირები”.

9. იმაზე, თუ რატომ არის ჩეჩნეთი რუსეთის შემადგენლობაში.

“პრაქტიკულად, ყველაფერი, რისი მიღწევაც უნდოდათ სეპარატისტებს, ჯოხარ დუდაევს და ასლან მასხადოვს, კადიროვმა პუტინისგან გარიგების საფუძველზე მიიღი, რომელიც რუსულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გასააზრებელი და შესაფასებელი აქვს. კადიროვმა ვერ მიიღო მხოლოდ ერთი რამ – ჩეჩნეთის რესპუბლიკის სუვერენულად გამოცხადება, თუმცა, ჩეჩნეთს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა დღეს სჭირდება: ის შეიარაღებულ რიგებს აძლიერებს, იღებს დიდ დოტაციებს”.

10. პუტინის და კადიროვის ურთიერთობებზე

“პუტინმა, იმით, რომ კადიროვს ყველა შესაძლო უფლებამოსილება მისცა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საკუთარი თავი და რუსული საზოგადოება ამ ადამიანის მძევალი გახადა. ჩრდილოეთ კავკასიაში ომის შეჩერების გადაწყვეტილების ფასად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური რეჟიმი შეიქმნა, რომელიც ფაქტობრივად პირობებს კარნახობს ცენტრს, ამასთანავე, კადიროვის მოთხოვნები და ტონი, ყოველი წლის მანძილზე უფრო აგრესიული ხდება.”

banner
წინა სტატიაშიმთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციაში სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება
შემდეგი სტატიაგიორგი კვერენჩხილაძე: იუსტიციის საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა