10 მილიონი ევრო – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის კომპენსაცია დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს, 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საუბარია სულ მცირე 1500 დაზარალებულზე. ამ გადაწყვეტილებას მხარი დიდი პალატის 16-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგო მხოლოდ ერთი მოსამართლე წავიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ ის ქართველები, რომელთა მიმართებაშიც კონვენციის მხოლოდ ერთი მუხლი დაირღვა, 2 ათას ევროს მიიღებენ. 10 ათასიდან 15 ათას ევრომდე უნდა გადაუხადოს რუსეთმა იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართ კონვენციის ორი მუხლი დაირღვა.

banner
წინა სტატიაში„სისტემურ პრობლემებთან ერთად ჩვენ უნდა ვისაუბროთ ინდივიდუალურ პრობლემაზეც”
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას დედაქალის მერიას და “ყაზტრანსგაზ თბილისს“ აკისრებს