10 მილიონამდე ლარი მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეში მიდის – ვაშაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ვაშაძე უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, კორუფციულ სქემაზე საუბრობს. განცახდება ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ბრიფინგზე გააკეთა.

„პარტიის სოციალურმა ჯგუფმა მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ ქვეყანაში მასშტაბური კორუფციული სქემა მოქმედებს, რომლის საშუალებითაც, ყოველწლიურად, 8-9 მილიონი ლარი მიდის ჩინოვნიკთა ჯიბეში. საუბარია საკრებულოს რამდენიმე დეპუტატზე, გამგეობის თანამშრომლებზე და მერიის მაღალჩინოსნებზე“, აცხადებს ვაშაძე.

როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, ოფიციალური მონაცემებით, დღეს, საქართველოში 39 251 ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოების სერვისით, 7030 კი მომლოდინეთა სიაში იმყოფება. თუმცა, მისი თქმით, რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასადილოების მომსახურებით ყოველდღიურად, ამ ადამიანების ნახევარიც კი არ სარგებლობს. მიუხედავად ამისა, გამოყოფილი ბიუჯეტი სრულად არის ათვისებული. საუბარია ყოველდღიურად დაახლოებით 23 600 ლარზე.
მისივე თქმით, მონაცემები წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულია, შესაბამისად გაზრდილია ბიუჯეტიც.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებულ სხვა სკანდალურ დეტალებს კვირის განმავლობაში გაასაჯაროვებენ.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას პასუხი არ აქვს – რატომ ვერ აირჩევს ხალხი ზეპარტიულ პრეზიდენტს?” – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიააფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ჩვენ ტერიტორიული მოწყობის საკითხებს არ შევეხებით- კობახიძე